მობილური ტელეფონი საუკეთესო ფასად | ონლაინ მაღაზი ბიგმარტი (2024)

21-ე საუკუნეში მობილური ტელეფონები ჩვენი ყოიველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. დროთა განმავლობაში, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, მობილურებმა თავიანთი პირველადი მისიის, დარეკვის გარდა, ბევრი სხვა ფუნქციაც შეიძინეს - მობილური ტელეფონის საშუალებითბ ვიღებთ ფოტოებს, ვეკონტაქტებით მეგობრებს, ვიგებთ ახალ ამბებს, ვშოპინგობთ და ხშირად, სამუშაოდაც ვიყენებთ. ნელ-ნელა სმარტფონების შეძენა ბევრად ხელმისაწვდომი გახდა ნებისმიერი ადამიანისთვის და თანამედროვე ყოფაში მის გარეშე ცხოვრება პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ბარზარზე ბევრ სხვადასხვა მოდელს შეხვდებით. დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ იმ მობილურ ტელეფონებს, რომელთა შეძენასაც Bigmart-ის საიტზე შეძლებთ.

როგორ ავარჩიოთ მობილური ტელეფონი

მობილური ტელეფონის არჩევა რთული გადაწყვეტილებაა, განსაკუთრებით მოდელების მრავალფეროვნების გამო, რომელიც ხშირად გვაბნევს. შეძენამდე აუცილებელია, რომ კარგად განსაზღვროთ თქვენი საჭიროებები და გაითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა:

  • პირველ რიგში, განსაზღვრეთ თქვენი ბიუჯეტი - უპირველეს ყოვლისა, განსაზღვრეთ თქვენთვის მისაღები ფასების დიაპაზონი. ეს დაგეხმარებათ შესაძლო ვარიანტების შევიწროებაში და გადაწყვეტილების მიღების გამარტივებაში.

  • შეარჩიეთ სასურველი ოპერაციული სისტემა - ორი ძირითადი არჩევანია Android და iOS. გაითვალისწინეთ, თუ რომელ მათგანში (Google ან Apple) ხართ უკვე ინტეგრირებული და რომელია უფრო მოსახერხებელი თქვენთვის.

  • ეკრანის ზომა და ხარისხი - იფიქრეთ, თუ რა ზომის ეკრანი გირჩევნიათ და რა დანიშნულებით გამოიყენებთ ტელეფონს. უფრო დიდი ეკრანი სასარგებლოა ვიდეოების საყურებლად და თამაშებისთვის, მაგრამ კომპაქტური ზომა უფრო პრაქტიკულია ცალი ხელით გამოსაყენებლად.

  • შიდა მეხსიერება - აირჩიეთ თქვენთვის საკმარისი შიდა მეხსიერება (მაგ. 64GB, 128GB), რათა მოხერხდეს აპლიკაციების, ფოტოებისა და ვიდეოების შენახვა.

  • კამერის ხარისხი - თუ ხშირად იყენებთ ტელეფონის კამერას, მიაქციეთ ყურადღება მეგაპიქსელებს, ოპტიკურ სტაბილიზაციას და დამატებით ფუნქციებს, როგორიცაა ღამის რეჟიმი, პორტრეტის რეჟიმი და ულტრა-ფართო კუთხე.

  • ბატარეის სიცოცხლე - შეარჩიეთ მოდელი დიდი ტევადობის ბატარეიით (მაგ. 4000mAh ან მეტი) და სწრაფი დატენვის მხარდაჭერით, რათა ტელეფონმა მთელი დღე გაძლოს აქტიური გამოყენებისას.

  • დამატებითი ფუნქციები - განიხილეთ თქვენთვის სასურველი სხვა ფუნქციები, როგორიცაა წყალგაუმტარობა, უსადენო დატენვა, მოხსნადი ბატარეა, მგრძნობიარე ეკრანი და 5G კავშირი.

  • წაიკითხეთ მიმოხილვები და შედარებები - სასურველი მოდელების შევიწროების შემდეგ, გაეცანით სანდო წყაროებში გამოქვეყნებულ დეტალურ მიმოხილვებს და შეადარეთ ისინი ერთმანეთს, რათა გაიგოთ თითოეული მოდელის ძლიერი და სუსტი მხარეები.

  • გასინჯეთ პირადად - თუ შესაძლებელია, ეწვიეთ მაღაზიას და პირადად გაეცანით თქვენთვის საინტერესო მოდელებს.

ყველაზე ბიუჯეტური მოდელი

Bigmart-ის საიტზე ბევრ სხვადასხვა ფასის მოდელს შეხვდებით, მათ შორის ყველაზე ბიუჯეტური მობილური ტელეფონი გახლავთ- Xiaomi Redmi A2, რომლის შეძენასაც ჩვენს საიტზე 199 ლარად შეძლებთ. ტელეფონი საკმაოდ ახალი, 2023 წლის მოდელია, მისი ეკრანის ზომა კი 6.52 ინჩს შეადგენს. ტელეფონი ორ ბარათიანია და იდეალური არჩევანია მათთვის, ვისაც სამუშაოდ ხშირად სჭირდება დარეკვა და სხვა მონაცამები ნაკლებად მნიშვნელოვანია.

ყველაზე მაღალბიუჯეტური მოდელი

Bigmart-ის საიტზე ყველაზე მაღალბიუეტური ტელეფონი iPhone 15 Pro გახლავთ. 2023 წლის სექტემბერში გამოშვებულ ტელეფონი ყველა თანამედროვე მოთხოვნას აკმაყოფილებს. მისი წინა კამერა 48 mp-ია, რაც წარმოუდგენელი ხარისხია მობილური ტელეფონისთვის. ეს კონკრეტული ტელეფონი იდეალურია მათთვის, ვინც ფოტოგრაფიას ან კინოს მისდევს, რადგან შესაძლებლობა გექნებათ პროფესიონალურად გადაიღოთ ფოტო-ვიდეო მასალა თქვენი სმარტფონით. iPhone 15 Pro Bigmart-ის საიტზე 5 399 ლარი ღირს, რომლის შეძენაც, რა თქმა უნდა, განვადებით შეგიძლიათ.

მობილური ტელეფონი - განვადებით ბიგმარტზე

ჩვენს საიტზე ყველა ნივთის შეძენას თავისუფლად შეძლებთ განვადებით, მათ შორის, მობილური ტელეფონებისაც. ხშირად, როდესაც ტელეფონი მოულოდნელად გვიფუჭდება, მომენტალურად თანხის მოგროვება და ახლის შეძენა რთულია. სწორედ ასეთ დროს არის იდეალური ვარიანტი ონლაინ განვადება, რომელიც ნებისმიერი ადგილიდან ინტერნეტის მეშვეობით შეგიძლიათ განახორციელოთ. სასურველ მობილური ტელეფონს კი ჩვენი კურიერი ადგილზე იმავე დღეს მოგიტანთ.

თანამედროვე მობილური ტელეფონის უპირატესობები


თანამედროვე ყოველდღიურობაში რთულია მობილური ტელეფონის გარეშე სრულფასოვანი ფუნქციონირება. თუ მაინც ყოყმანობთ ამ გადაწყვეტილების მიღებაზე, გთავაზობთ იმ უპირატესობებს, რომლებიც თანამედროვე მობილურ ტელეფონებს გააჩნიათ.

  • მუდმივი კავშირი - მობილური ტელეფონების მეშვეობით, ჩვენ შეგვიძლია დავუკავშირდეთ ოჯახის წევრებს, მეგობრებს და კოლეგებს ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას, რაც უზრუნველყოფს მუდმივ კომუნიკაციას და სოციალურ ინტერაქციას.

  • ინფორმაციაზე წვდომა - სმარტფონები საშუალებას გვაძლევს მივიღოთ უახლესი ინფორმაცია, ახალი ამბები, ამინდის პროგნოზი და სხვა მნიშვნელოვანი მონაცემები რამდენიმე წამში, ინტერნეტთან წვდომის წყალობით

  • ნავიგაცია და ტრანსპორტირება - GPS ტექნოლოგიისა და ნავიგაციის აპების დახმარებით, მობილური ტელეფონები გვეხმარება ადვილად ვიპოვოთ გზა უცნობ ადგილებში, შევამოწმოთ ტრანსპორტის განრიგი და გამოვიძახოთ ტაქსი.

  • გართობა და რელაქსაცია - სმარტფონები სთავაზობს სხვადასხვა გართობის საშუალებებს, როგორიცაა მუსიკის მოსმენა, ფილმების ყურება, თამაშების თამაში და სოციალურ ქსელებში ჩართულობა, რაც გვეხმარება მოვდუნდეთ და გავერთოთ თავისუფალ დროს.

  • ონლაინ შოპინგი და საბანკო მომსახურება - მობილური ტელეფონების მეშვეობით, შეგვიძლია შევიძინოთ პროდუქცია ონლაინ, განვახორციელოთ გადახდები და ჩავატაროთ საბანკო ოპერაციები სახლის კომფორტიდან გაუსვლელად, რაც ამარტივებს ფინანსურ ტრანზაქციებს.

  • ფოტოგრაფია - თანამედროვე სმარტფონების მაღალი ხარისხის კამერები საშუალებას გვაძლევს გადავიღოთ შესანიშნავი ფოტოები და ვიდეოები, შევინახოთ და გავუზიაროთ ისინი ჩვენს მეგობრებსა და ოჯახს.

  • სწავლა და განათლება - საგანმანათლებლო აპლიკაციები და ონლაინ სასწავლო პლატფორმები მობილური ტელეფონების მეშვეობით ხელმისაწვდომს ხდის ცოდნისა და ახალი უნარების შეძენას ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს.

  • უსაფრთხოება და გადაუდებელი დახმარება - მობილური ტელეფონები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს უსაფრთხოებაში, რადგან საშუალებას გვაძლევს სწრაფად დავუკავშირდეთ გადაუდებელი დახმარების სამსახურებს, როგორიცაა პოლიცია, სასწრაფო დახმარება და სახანძრო, საგანგებო სიტუაციების დროს.

5 ყველაზე ხშირად დასმული კითხვა:

რომელ სმარტფონს აქვს ყველაზე კარგი კამერა?

  • გააჩნია თქვენს გემოვნებასა და სურვილებს, Bigmart-ის საიტზე ბევრი ხარისხიანი ტელეფონის ნახვა შეგიძლიათ, მათგან კამერის ხარისხით გამოირჩევა - iPhone 15 pro, ასევე Samsung S918B/DS Galaxy S23

როგორ გამოვიყენოთ ტელეფონი ისე, რომ სმარტფონის ბატარეამ დიდხანს გაძლოს?

  • იმისთვის, რომ ტელეფონის ბატარეამ დიდხანს და ხარისხიანად გაგიძლოთ - შეამცირეთ ეკრანის სიკაშკაშე, გამორთეთ Bluetooth და GPS, როცა არ გჭირდებათ, დახურეთ ფონური აპლიკაციები და მოერიდეთ ტელეფონის გადახურებას.

როგორ დავიცვა ჩემი სმარტფონი ვირუსებისა და მავნე პროგრამებისგან?

  • ჩამოტვირთეთ აპლიკაციები მხოლოდ ოფიციალური მაღაზიებიდან (Google Play Store ან Apple App Store), მოერიდეთ საეჭვო ბმულებს, გამოიყენეთ ანტივირუსული პროგრამა და რეგულარულად განაახლეთ თქვენი მოწყობილობის პროგრამული უზრუნველყოფა.

საშუალოდ რამდენი უნდა იყოს ტელეფონის შიდა მეხსიერება?

  • ეს დამოკიდებულია თქვენს საჭიროებებზე. 64GB საკმარისია უმეტესი მომხმარებლისთვის, მაგრამ თუ ინახავთ ბევრ ფოტოს, ვიდეოს ან თამაშებს, სასურველია 128GB ან მეტი.

ძირითადად რომელი ბრენდის ტელეფონებს შევხვდებით Bigmart-ის საიტზე?

  • ჩვენს საიტზე ყველა წამყვან ბრენდის მობილურ ტელეფონს შეხვდებით - sumsuing, Iphone, Xiaomi, Google Pixel და კიდევ მრავალი სხვა. გააჩნია თქვენს სურვილებსა და პრეფერენციებს.

შეიძინე სხვა საჭირო პროდუქტები ბიგმარტზე :

  • ბალახის სათიბი

  • მანქანის მტვერსასრუტი

  • პულვილიზატორი

  • წვერის საპარსი

  • მიქსერი

მობილური ტელეფონი საუკეთესო ფასად | ონლაინ მაღაზი ბიგმარტი (2024)
Top Articles
Latest Posts
Recommended Articles
Article information

Author: Zonia Mosciski DO

Last Updated:

Views: 6124

Rating: 4 / 5 (71 voted)

Reviews: 86% of readers found this page helpful

Author information

Name: Zonia Mosciski DO

Birthday: 1996-05-16

Address: Suite 228 919 Deana Ford, Lake Meridithberg, NE 60017-4257

Phone: +2613987384138

Job: Chief Retail Officer

Hobby: Tai chi, Dowsing, Poi, Letterboxing, Watching movies, Video gaming, Singing

Introduction: My name is Zonia Mosciski DO, I am a enchanting, joyous, lovely, successful, hilarious, tender, outstanding person who loves writing and wants to share my knowledge and understanding with you.